“არ არსებობს!” – დენა უაითის რეაქცია ირი პროჰასკას გამარჯვებაზე [VIDEO]

UFC 275-ის მთავარ ბრძოლაში, ქვემძიმე წონის ქამრისთვის ერთმანეთს გლოვერ ტეიშეირა და ირი პროჰასკა დაუპირისპირდნენ. 5 რაუნდიანი ომის შემდეგ, პროჰასკამ გამარჯვება ბოლო წამებზე, მახრჩობელა ილეთით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე წამებით ადრე, ბრძოლის დასრულება ტეიშეირასაც შეეძლო, თუმცა წარუმატებელი გილიოტინის მცდელობის შემდეგ ირი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა და ფინიშის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლის დასრულებიშ შემდეგ, ქულებით გამრაჯვება ტეიშეირას დარჩებოდა.

აღნიშნული ივენთი სინგაპურში გაიმართა, სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტი, დენა უაითი არ იმყოფებოდა. დენა ბრძოლის მიმდინარეობისას ინსტაგრამ ლაივში ჩაერთო. პროჰასკას გამარჯვების შემდეგ მან ემოციები ვეღარ დამალა – “არ არსებობს! ირიმ ის დააფინიშა, რა საოცარი ბრძოლა იყო, აბსოლიტური ომი.”

Leave a comment

Your email address will not be published.