არ დაიდარდო!..

კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს.

კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება. თავის მხრივ გრიზმანმაც უთხრა, რომ ადრინდელი შემართებით გააგრძელებს ნაკრებში თამაშს და არავითარი დაძაბულობა კაპიტნობის გამო არ იქნება. გრიზმანი ვიცე-კაპიტანია.

წინა დღეს ისიც დაიწერა, ანტუანი შესაძლოა ნაკრებიდან წავიდესო.

მამლების ყოფილმა შემტევმა რობერ პირესმა დეშამი გააკრიტიკა: კაპიტნობა გრიზმანს ეკუთვნოდა და დეშამის გადაწყვეტილება უპატივცემულობააო…

ასაკსაც გაუსვეს ხაზი: გრიზმანი 32 წლისაა, მბაპე 24-ის. თუმცა როგორც დავწერეთ, მბაპემ და გრიზმანმა ისაუბრეს, შეთანხმდნენ…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *