“არ დავნებდებით!,” – რას ამბობენ სპორტსმენები რუსეთის აგრესიაზე?

 

24 თებერვალს, რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ეს ფაქტი მსოფლიოს ყველა ცივილურმა სახელმწიფომ დაგმო. როგორც ევროკავშირში ამბობენ, რუსეთს ისეთი სანქციები დაეკისრება, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ ახსოვს.

ამ ფაქტისგან შორს სპორტული სამყაროც ვერ დარჩებოდა, უკრაინაში ჩემპიონატები შეჩერდა, განცხადებები კი მოქმედმა თუ ყოფილმა სპორტსმენებმა გააკეთეს:

ყველაზე კრიტიკული, მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარულ გარი კასპაროვი იყო

“ყველა დოლარი, 2014 წლის შემდეგ, რომლითაც რუსეთთან ვაჭრობდით, ყველა კორუმპირებული ევრო, რომელიც გარიგებაში მის გულითად მეგობრებთანაა, პუტინს დაეხმარა საომარი მანქანის შექმნაში, რომელსაც დღეს ევროპაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. ახლა უკრაინას იმ მონსტრთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროთ, რომელის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღეთ”

პოზიცია, უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა, ალექსანდრ ზინჩენკომ დააფიქსირა:

“ჩემს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე მთელი ცივილური სამყარო ღელავს. არ შემიძლია განზე გავდგე და ჩემი აზრი არ დავაფიქსირო. ამ ფოტოზე – ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ამ ქვეყნის ფერებს საერთაშორისო სპორტულ არენაზე ვიცავ. ქვეყნისთვის, რომლის განვითარებისა და დიდებისთვის ვიბრძვით. ქვეყნისთვის, რომლის საზღვრებიც ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.

ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნის და არავის სხვას. არ დავნებდებით! დიდება უკრაინას”

No description available.

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა

“უკრაინა ჩემი სამშობლოა!
ჩემი ხალხითა და ქვეყნით ყოველთვის ვამყობდი! ბევრი რთული პერიოდი გვქონდა და, როგორც ერი, ბოლო 30 წელიწადში ჩამოვყალიბდით.
ნაცია ვართ – გულწრფელი, შრომისა და თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებით!
ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება! დღეს ჩვენთვის რთული დროა, მაგრამ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ.
ერთიანობით გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!”

No description available.

მძიმეწონაში მსოფლიო ჩემპიონმა, ვლადიმირ კლიჩკომ უკრაინის სიძლიერეს ხაზი გაუსვა

“დარწმუნებულნი იყავით: უკრაინა ძლიერია! მას ძლიერი დედაქალაქი – კიევი აქვს, აქვს ძლიერი ქალაქები, სოფლები და ჰყავს – ძლიერი ხალხი, რომელიც, პირველ ყოვლისა, აფასებს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას ევროპაში! არსებობის ნება უსასრულოა!
დიდება უკრაინას!”

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, იგორ პლასტუნმა თქვა, რომ რუსულად ლაპარაკი რომ შეუძლია, ამისიც კი რცხვენია…

უკრაინის ნაკრებისა და ბენფიკას შემტევმა, რომან იარემჩუკმა ინსტაგრამში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“უკრაინელი ვარ და ამით ვამაყობ! სამშობლოდან ათასობით მილი მაშორებს, მინდა, რომ მხარი იმ ხალხს დავუჭირო, რომელიც თავის ქვეყანაში წნეხის ქვეშაა მოქცეული, ახლა ერთიანობის დროა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი და ჩვენი საზღვრები. თავდადებისთვის მინდა მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს გადავუხადო. დიდება უკრაინას!”

No description available.

მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი ჯუდოკა, დარია ბილოდიდი კიევშია და გარშემო სროლის ხმა ესმის…

“კიევში, დილის 6 საათზე სროლის ხმამ გამაღვიძა. სიტყვები არ მაქვს, ძალიან მეშინია. ჩემი ოჯახისა და ქვეყნისთვის ვლოცულობ. რუსეთმა ჩვენი დაბომბვა დაიწყო. ომი დაიწყო. ბოლო წამამდე, არ მჯეროდა რომ ასე მოხდებოდა. რატომ? ადამიანების ცხოვრებას რატომ ანადგურებენ? რუსეთო და ბელარუსო, შეჩერდით! მშვიდობა და სიცოცხლე გვინდა”

No description available.

ანდრეი იარმოლენკომ უკრაინისთვის ლოცვისკენ მოგვიწოდა

მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული დიდოსტატი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (რედ: ტიტულისთვის მაგნუს კარლსენს ეთამაშა), რუსი იან ნეპომნიაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

რუსი დიდოსტატის თქმით, ისტორიას ბევრი შავი ხუთშაბათი ახსოვს, მაგრამ ეს მათ შორის ყველაზე შავია:

“ისტორია ბევრი შავი ხუთშაბათი უნახავს. დღევანდელი კი ყველაზე მუქია. არა ომს!”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *