“არ მახსოვს ბოლოს 4 გოლი როდის გავიტანეთ” – ბულგარეთის მთავარი მწვრთნელი

სოფიაში გამართული მატჩის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრები განადგურდა (1:4), ჟურნალისტების წინაშე, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იასენ პეტროვი წარსდგა

 

“ძალიან მაგარი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თანაც იმ ფონზე, რომ 9 დებიუტანტი გვყავდა! ასეთი თამაშის გამო, მათ მადლობა მინდა გადავუხადო. არც კი მახსოვს, ბოლოს 4 გოლი როდის გავიტანეთ. ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მსაჯის კრიტიკის გამო ყვითელი უკვე მივიღე.

 

შეიძლება ვინმე ბულგარელმა თქვას, რომ სუსტი გუნდი დავამარცხეთ, მაგრამ ეს ასე არ არის, საქართველომ კარგად ითამაშა და კარგი გუნდია,” – თქვა იასენ პეტროვმა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *