… ასეთი იქნება ჩავის ფეხბურთი

ჩავი ერნანდესი დღეს ბარსელონაში ჩავიდა და საქმეს შეუდგა.  მან სამწვრთნელო გამოცდილება ყატარის კლუბ ალ სადში შეიძინა, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ალ სადის ათი ფეხბურთელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია.

Xavi to become new Barcelona coach - Vanguard News

ესპანურმა გაზეთმა მარკამ ყატარს მიავლინა თანამშრომელი, რომელიც ჩავის ვარჯიშებს დაესწრო და სცადა შთაბეჭდილება შეექმნა, თუ როგორ ფეხბურთს ქადაგებს ბარსელონას ყოფილი ვარსკვლავი.

პირველი, რაც ჟურნალისტს თვალში ეცა, ეს ბურთის ფლობა იყო.

„ჩემმა გუნდებმა მეტოქეებს ბურთის ფლობით უნდა აჯობონ, — თქვა ალ სადის თავკაცმა, — ბურთის ფლობა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა“.

მეორე, რაც ჩავის გუნდს სხვათაგან გამოარჩევს გარემარბებია. მას მოედანზე ორი გამოკვეთილი ვინგერი ჰყავს, ეს კი ბევრს ძველმოდურად ეჩვენება. კლასიკური გარემარბები თითქოს ისტორიას ჩაბარდნენ.

ალ სადში, მარცხენა ფრთაზე თამაშობს 24 წლის აკრამ აფიფი, რომელიც ყატარის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სავარაუდოდ, ჩავი ბარსაშიც შეეცდება გარემარბების ინსტიტუტის აღდგენას.

Les trois demandes de Xavi au Barça

მესამე, რაც ჩავის უყვარს და რითაც ის პეპ გვარდიოლას ჰგავს, ეგრეთწოდებული მაღალი პრესინგია.

„რაც უფრო მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ბურთს, მით უფრო ხშირად და ახლოს ვიტრიალებთ მეტოქის საჯარიმოსთან“, — ამბობს ჩავი, რომელიც მაღალი პრესინგის გარდა პოზიციურ თამაშშიც გვარდიოლას მიმდევარია.

პოზიციური თამაში ამ შემთხვევაში მოედნის ყველა მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნას გულისხმობს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: დაცვიდან ბურთის გამოტანა. კარგი შეტევისთვის საჭიროა თამაში უკანა ხაზიდანვე სწორად დაიწყო.

ჩავი: „წარმოიდგინეთ, რომ პიკეს ბურთის მოწოდება ჩემთვის უნდა, მაგრამ მე მეურვე მიდგას. ჩემი მეურვე დაჟინებული ბიჭია. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში პიკე ბურთს ვერ მომაწოდებს და ამიტომ მე განზე ვიწევი, მეურვეს თან ვიყოლებ, ჩემს მიერ მიტოვებულ ადგილას კი მესი შემორბის და ეს დაუსრულებლად მეორდება. ბურთის დაცვიდან სწორად გამოტანა ყოველთვის უპირატესობას გიქმნის“.

BREAKING: Al Sadd announce Xavi move to Barcelona

ჩავის უნდა, რომ მისმა გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ.

„ჩემი სტილი უდავოდ წარმატების მომტანია და მისი მეშვეობით ჩვენ მეტოქეებს ვაჯობებთ“, — ამბობს ბარსელონას მომავალი მწვრთნელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *