ასეთი მწვრთნელის ზარი გადამწყვეტიაო…

იტალიის ნაკრების ფორვარდი ანდრეა ბელოტი გადადის კლუბში, საიდანაც მწვრთნელმა დაურეკა და დიდხანს ესაუბრა თავის გეგმებზე – რომაში… ამის შესახებ იტალიურმა კორიერე დელო სპორტმა დაწერა.

ხელფასზეც დაიწერა: წელიწადში 2,8 მილიონი ევრო გადასახადების გარეშე და 3-წლიანი კონტრაქტი.

როგორც პაულო დიბალას შემთხვევაში, ბელოტისთვისაც გადამწყვეტი გამოდგა ჟოზე მოურინიუს ფაქტორი. ზარი, საუბარი და მწვრთნელის ფაქტორი. კონტრაქტი ჯერ არაა გაფორმებული, მაგრამ სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებენ.

ბელოტიმ 7 წელი გაატარა ტორინოში. გასული სეზონი ცოტა ცუდი ჰქონდა ტრავმის გამო და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.
ბელოტის კარიერაში ერთი ტიტული აქვს და ისიც სანაკრებო: ევროპის ჩემპიონია.

Leave a comment

Your email address will not be published.