აკი (სექტემბრის) ბაშოს მესამე დღეს, კომუსუბი ტაკაიასუ მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას შეერკინა. ეს ბრძოლა გამორჩეული იმითაც იყო, რომ მაყურებელმა დიდებული სანახაობა იხილა – ჭიდაობამ 3 წუთი და 18 წამი გასტანა… საბოლოოდ, კირიბაიამამ ჰიკიოტოშის კიმარიტეთი გამარჯვება მოახერხა