ნიდერლანდელი ნახევარმცველი, დეივი პროპერი გახსოვთ? ნაკრებშიც ითამაშა, პსვ, ბრაიტონი, ბოლოს ისევ პსვ. სექტემბერში 30 წლის გახდა, ახალი წლების შემდეგ კი თქვა, რომ ფეხბურთიდან მიდის
“საზღვარგარეთ თამაშის დროს, გავაცნობიერე, რომ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. გადატვირთულ კალენდარში, მუდამ ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა ჩემთვის აუტანელია”
ბრაიტონში, დეივი მოედნის მიღმაც იტანჯებოდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მან ოჯახში სახლში დატოვა, თავად კი უცხო ქვეყანაში სულ მარტო ცხოვრობდა.
რა თქმა უნდა, ტრავმებმაც უდიდესი როლი შეასრულა: 2018 წლიდან, დაზიანებების გამო 226 დღე გამოტოვა. კარიერის გადარჩენა პსვ-ში დაბრუნებით სცადა, მაგრამ არ გამოვიდა – ისევ ტრავმები…
“იმედი მქონდა, ნიდერლანდებში დაბრუნებით ფეხბურთისგან სიამოვნებას ისევ მივიღებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ასეთი ფეხბურთი არ მომწონს. ახლა საბოლოოდ დავამთავრე.
მშვენიერი მომენტები მქონდა, რომელსაც ვაფასებ. ახლა დრო ოჯახსა და მეგობრებს უნდა დავუთმო. მათ მადლობა უნდა ვუთხრა, რადგან სულ მეხმარებოდნენ. ასევე, მადლობა პსვ-ს, რომელიც ყოველთვის მენდობოდა.
შობას მივხვდი, რომ სახლში უნდა დავბრუნდე და ოჯახს ვალი დავუბრუნო”