“ასეთი წარმატება ქვეყანას აერთიანებს” – უკრაინის მინისტრთა სხდომა ნაკრების ფორმებში

უკრაინელი მინისტრები დღევანდელ სხდომაზე ნაკრების მაისურებით გამოცხადნენ. ამით ეროვნულ ნაკრებს 1/8ფინალური ეტაპის დაძლევა მიულოცეს.

“უკრაინა ევრო 2020-ის 1/4 ფინალშია. ეს უდიდესი წარმატებაა ნაკრებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის. ყველას გილოცავთ. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. მსგავსი წარმატებები მოტივაციას აძლევს და აერთიანებს ქვეყანას, რომელსაც ყველა მთელი გულით გულშემატკივრობს.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგელმა.

შეგახსენებთ რომ უკრაინის ნაკრებმა 1/8 ფინალში შვედეთი, დამატებითი ტაიმების ბოლო წუთზე არტიომ დოვბიკის გოლით დაამარცხა. ანდრეი შევჩენკოს შეგირდები, 3 ივლისს, რომში, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

e9d20f52-1434-495e-b0f5-8a7c63592134

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *