ქალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე (SheBelieves Cup), ლოს ანჯელესის გარეუბან კარსონში, აშშ-ის ნაკრებმა ახალი ზელანდიისა 3:0 დაამარცხა. თითქოს გასაკვირი აქ რა უნდა იყოს, აშშ-ის ქალთა ეროვნული გუნდი აღიარებული ლიდერია, ახალი ზელანდიისა კი ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა.
მაგრამ, საქმე ის არის, რომ ზელანდიელთა მცველმა, მეიკაილა მურმა, რომელიც ინგლისური ლივერპულის ღირსებას იცავს, სამივე გოლი საკუთარ კარში გაიტანა, თან ლამის სხეულის ყველა ნაწილით, ერთი მარჯვენა ფეხით, მეორე მარცხენათი და მესამე – თავით…
ეს ყველაფერი კი ერთ ტაიმში მოხდა, შესვენებაზე საბრალო მური შეცვალეს.