ასენსიოსთვის 5 გუნდი იბრძვის, ფავორიტი ერთია

დიდი შანსია მარკოს ასენსიომ ახალი წელი ახალ გუნდში დაიწყოს. იგი უკმაყოფილოა რეალში მცირე სათამაშო დროით და კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს, მსურველები კი არ აკლია.

ესპანელი ნახევარმცველით ლივერპული, არსენალი, მილანი, იუვენტუსი და დორტმუნდი არიან დაინტერესებულები. EL Nacional-ის ცნობით, 25 წლის შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ დორტმუნდია. ცნობისთვის, ესპანელს რეალთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მადრიდელები მას სავარაუდოდ იაფად არ დათმობენ.

ასენსიო რეალში 2016 წლის ზაფხულიდან გამოდის და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *