ასენსიოს ოთხი გუნდი იწვევს

MADRID, SPAIN - DECEMBER 12: Marco Asensio of Real Madrid looks on during the La Liga Santander match between Real Madrid CF and Club Atletico de Madrid at Estadio Santiago Bernabeu on December 12, 2021 in Madrid, Spain. (Photo by Mateo Villalba/Quality Sport Images/Getty Images)

მარკოს ასენსიომ ახალი სეზონი შესაძლოა ახალ გუნდში დაიწყოს. AS-ის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს რეალიდან წასვლა და ისეთ გუნდში თამაში სურს, სადაც დიდი სათამაშო დრო ექნება.

ბოლო ცნობებით, ესპანელის დამატება 4 გუნდს სურს. ასენსიოს მიმართ ინტერესს ჩელსი, არსენალი, მილანი და იუვენტუსი იჩენენ. ისიც დაიწერა, რომ თავად ფეხბურთელს არსენალის მწვრთნელთან მიკელ არტეტასთან პირადად შეხვედრა და შესაძლო ტრანსფერის განხილვა სურს.

ასენსიო რეალში 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობს და ბევრ სხვა ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა (3) მოიგო. 26 წლის ნახევამრცველმა ბოლო სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.