დაძაბული კვირის შემდეგ, ნიუკასლის ახალმა მფლობელმა, ამანდა სტავლიმ, ირანელ მეუღლესთან, მეჰრდად ღოდუსისთან ერთად გადასარევი უქმეები მოიწყო. აბა, ბრიტანულ ტაბლოიდებს რა გამოეპარებოდათ და წყვილი ჯერ ქალაქის პრესტიჟულ რესტორან Aveika-ში მოვახშმე შენიშნეს, შემეგ კი იმავე საღამოს არანაკლებ ცნობილ ღამის კლუბ Livello-ში.
სხვათა შორის, Aveika ნიუკასლელთათვის უცხო ადგილი არ არის. 2017 წელს, მათ სწორედ იქ აღნიშნეს ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაბრუნება.
ოქტომბრის დასაწყისში ნიუკასლი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა იყიდა. ფონდს ამიერიდან კლუბის აქციების 80 პროცენტი ეკუთვნის.
კონსორციუმს 48 წლის ამანდა სტავლი ხელმძღვანელობს. ის დირექტორთა საბჭოში დაიკავებს ადგილს.
ცნობისთვის, თავის დროზე სტავლიმ ცოლობაზე უარი უთხრა პრინც ენდრიუს, დედოფალ ელისაბედ II-ის მესამე ვაჟს.