ასე სადაა?.. ფიფა აგენტებს ურტყამს

ფიფას ახალი წესი შემოაქვს: აგენტები ორივე მხარეს (კლუბსა და ფეხბურთელს) ვერ წარმოადგენენ, ანუ ან ერთი მხარე, ან მეორე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი წელიწადში 200 000 ამერიკულ დოლარზე მეტს იღებს…

ასეთი შემთხვევები კი, როცა აგენტი ორივე მხარისგან სარგებლობს, გახშირდა და მითუმეტეს ინგლისში.

ცნობილი აგენტი მინო რაიოლა კი კიდევ უფრო შორს წავიდა: სამივე მხარეს წარმოადგენდა – პოლ პოგბას, იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს. ჯამში რაიოლამ 41 მილიონი გირვანქა იშოვნა. ასე იბადება ინტერესთა კონფლიქტი: აგენტმა იცის მყიდველის ბოლო თანხა და ხვდება, რამდენად სურს გაყიდვა მეორე მხარეს. კომპრომისი დგება, განსხვავებული თანხა  მიდის შუამავლის ჯიბეში…

იოლი გამოსაცნობია, რომ ფიფას გადაწყვეტილება აგენტებს ათეულ მილიონებს წაართმევს. მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა გასულ სეზონში აგენტებს 272 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და ესაა თანხა საკომისიოს გარეშე.

The Times წერს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, აგენტები იჩივლებენ.

ჯონათან ბარნეტი (გარეთ ბეილის წარმომადგენელი): „სასამართლო პროცესები იქნება მთელ ევროპაში. თუ ფიფას დაჯდომა და საუბარი სურს, ამისთის მზად ვართ. მათ არაფერი იციან, თუ რა შრომა უწევთ აგენტებს და კონსულტაციების გარეშე წერენ წესებს. ეს სწორია? აგენტებს უხდიან იმისთის, რომ ფეხბურთელს ყურადღება მიაქციოს. და თუ ის აგენტი კლუბში მუშაობს, გადასახადის ნაწილი იქ მიდის. მთავარია, ეს ფეხბურთელმა იცოდეს. ფეხბურთელმა იცის საკომისიო თანხის ოდენობა და თუ ის თანახმაა, მაშინ ხდება გარიგება“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *