ასფალტი, ამპუტაცია, ყავარჯნები… წლის საუკეთესო გოლი? (+video)

 

გოლი, რომელიც დიდი შანსია, 2022 წლის საუკეთესოდ დაასახელონ…The Best-ის დაჯილდოვებაზე, 27 თებერვალს.

ამას აღწერა სჭირდება? ნახეთ, რა მაკრატელას ასრულებს ამპუტანტი ფეხბურთელი მარცინ ოლექსი. ის პოლონელია, პოზნანის ვარტაში თამაშობს.

როგორ გამოუვიდა ასეთი გოლი?

„პარტნიორი ბურთთან რომ მივიდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ პასს ჩემზე გააკეთებდა. რომ დავარტყი, თან ვუყურებდი და არ დამავიწყდება წამის მეასედი, როცა კუთხეში შეფრინდა ბურთი. თავადაც დაინახეთ, როგორი ამაყი ვიყავი და როგორ აღვნიშნე გოლი“.

მარცინ ოლექსი 36 წლისაა. მისი ცხოვრება 13 წლის წინ შეიცვალა… მარცინი მეკარე იყო, პოლონეთის მეოთხე ლიგაში თამაშობდა, ფეხბურთის გარდა სხვა სამსახურიც ჰქონდა: ასფალტს აგებდა.

და 150-კილოგრანიანმა გზის სატკეპნმა მანქანამ (ჩვენთან კატოკს რომ ეძახიან) გადაუარა. სავაადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გონება დაკარგა და მხოლოდ ოპერაციის მერე გაიგო, რაც მოხდა: ფეხის ამპუტაცია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *