ატალანტამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საგანგებო, საშობაო სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო.
ფორმაზე მომავალი ზეიმების სიმბოლიკაა გამოსახული. ბერგამოული კლუბი ამ ფორმით 18 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურში ითამაშებს რომას წინააღმდეგ.
საინტერესოა, რომ ატალანტა ყოველი შობა-ახალი წლისთვის ამზადებს ასეთ ფორმებს და ეს უკვე ტრადიციად იქცა.