ატალანტა 2:2 მანჩესტერი [ვიდეო] 

 

F ჯგუფიდან გასასვლელად ერთდროულად სამი გუნდი იბრძვის – მანჩესტერი, ვილიარეალი და ატალანტა. ტურის დაწყებამდე, მანჩესტერს 6, ატალანტასა და ვილიარეალს კი 4-4 ქულა ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ინტერესს ბერგამოში გამართული შეხვედრა იწვევდა, რომელსაც “წითელი ეშმაკები” ეწვივნენ. ორივე მხრიდან ქულებს ოქროს ფასი ჰქონდა. ატალანტა პირველ ტაიმში 1:0-ს იგებდა, თუმცა, დამატებით დროში, რონალდუმ გაუთანაბრა; ატალანტა მეორე ტაიმშიც იგებდა – 2:1, თუმცა, ისევ დამატებით დროში, კვლავ კრიშტიანუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *