„უიმბლდონის“ ტურნირი სპეციფიკურია – გააჩნია როგორც სასიამოვნო, ასევე არასასიამოვნო ტრადიციები.
სამწუხაროდ, ყოველ წლიურად გულშემატკივრები და ჩოგბურთელები „აღმოაჩენენ“ ხოლმე, რომ ბალახზე ფეხი ძალიან სრიალებს, განსაკუთრებით ცენტრალურ კორტზე, განსაკუთრებით საწყისი 3-4 დღის განმავლობაში, სანამ მწვანე საფარი ბოლომდე „გაითელება“.
ორშაბათს, მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მინიმუმ ხუთჯერ წაიქცა ცენტრალურ კორტზე, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა: „ნამდვილად არ მახსოვს, საჩოგბურთო მატჩის განმავლობაში ამდენჯერ წავქცეულიყავი, ფეხი ცურავდა.“
სამშაბათს ცენტრალურ კორტზე მოასპარეზე ორმა ჩოგბურთლმა მიღებული ტრავმების ფონზე ვერ შეძლეს შეხვედრების ჩამთავრება.
ადრიან მანარინო მეოთხე სეტის ბოლოს ბალახზე ასრიალდა და ისე დაეცა, რომ ყველა მაყურებელი მიხვდა – ფრანგი მატჩს ვეღარ გააგრძელებდა. ადრიანმა საკთარი დაბადების დღე ტრავმით და უიმბლდონიდან გამოვარდნით აღნიშნა, არადა რეალური შანსი ქონდა ისტორიული გამარჯვება მოეპოვებინა ლეგენდარულ როჯერ ფედერერთან.
very worrying for Mannarino. It looks like he injured his knee. #Wimbledon pic.twitter.com/BzhAtB604n
— Tennis GIFs 🎾🎥 (@tennis_gifs) June 29, 2021
მანარინოს შემდეგ, „უიმბლდონმა“ ტურნირის 7 გზის გამარჯვებული სერენა ვილიამსიც დაკარგა. ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს პირველი სეტის მიმდინარეობისას ფეხი გაუსრიალდა და სამედიცინო ტაიმაუტის შემდეგ სერენამ მატჩს გაგრძელება ვერ შეძლო.
აცრემლებულმა ვილიამსმა მაყურებელთა აპლოდისმენტების ფონზე დატოვა ცენტრალური კორტი, თუმცე ეს ვერანაირი შვება ვერ იქნება ვერავისთვის.
We're heartbroken for you, Serena.
Our seven-time singles champion is forced to retire from The Championships 2021 through injury#Wimbledon pic.twitter.com/vpcW1UN78s
— Wimbledon (@Wimbledon) June 29, 2021