“ატლანტა ჰოუქსმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა ნეიტ მაკმილანი – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი. გუნდში, მაკმილანის მოვალეობებს დროებით მისი ასისტენტი – ჯო პრანტი შეასრულებს.
NBA-ს მიმდინარე რეგულარულ სეზონში, აღმოსავლეთ კონფერენციაში “ჰოუქსი” მერვე ადგილს იკავებს რეზულტატით 29 მოგება/30 მარცხი.
“ატლანტაში” შექმნილ სიტუაციას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ მაკმილანს დიდი ხანია გაფუჭებული აქვს ურთიერთობა გუნდის ლიდერ ტრე იანგთან.
ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიგაში უკვე რამდენიმე კვირაა რაც ელოდებოდნენ მაკმილანის განთავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ “ჰოუქსის” წინა მწვრთნელი – ლოიდ პირსიც ტრე იანგთან გაფუჭებულ ურთიერთობას “შეეწირა” (2021 წელს).
“ატლანტა” დიდი სისწრაფით ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს. სასურველ კანდიდატთა სიაში არიან: “იუტას” ყოფილი დამრიგებელი ქუინ სნეიდერი (2014-2022), “მილუოკის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჩარლზ ლი და “გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კენი ეტკინსონი.