„ატლანტამ“ დაამტკიცა, რომ ეს გუნდი მხოლოდ ერთ ვარსკვლავზე დამოკიდებული არ არის. ტრე იანგის გარეშე დარჩენილმა „ჰოუქსმა“ 110:88 გაანადგურა „მილუოკი“ და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2.
მატჩის დაწყების წინ „ბაქსი“ უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მოედანზე არსებული რეალობა სულ სხვა გამოდგა.
„ატლანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ტრავმირებული ტრე იანგის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ლუ ვილიამსი ჩასვა, „ტკბილმა ლუმ“ კი გუნდი ბრწყინვალედ აათამაშა.
განსხვავებით წინა შეხვედრებისას „ჰოუქსი“ გაცილებით უფრო გუნდურად თამაშობდა, რიგ მომენტებში „ბაქსის“ კალათბურთელები ვეღარ ხვდებოდნენ საფრთხე რომელი მეტოქისგან მოდიოდა და სად უნდა დაეყენებინათ ორმაგი დაცვა.
21 ქულა ქონდა ლუ ვილიამსს, 20 ბოგდან ბოგდანოვიჩს, 15-15 კაპელას და ერტერს, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა გალინარიმ 10 ქულა მოუტანა „ჰოუქსს“, რედიშმა 12.
„ატლანტამ“ მეტოქეს სამი მეოთხედი მოუგო 25:22 26:16 36:24 და უკანასკნელ 12 წუთიან პერიოდს 25 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა, რაც სრულებით საკმარისი გამოდგა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.
22 ქულიანი მარცხის გარდა, „მილუოკიმ“ მატჩის პროცესში იანის ანტეტენკუმპოც დაკარგა – ბერძენმა კალათბურთელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა და მესამე მეოთედის შემდეგ პარკეტზე აღარ დაბრუნებულა.