ატლანტას სენსაციური სვლა გრძელდება

ტრე იანგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე „ატლანტამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის გახსნით შეხვედრაში, სტუმრად 116:113 სძლია „მილუოკის“ და საპლეიოფო სერიაში დაწინაურდა 1:0.

მიმდინარე პლეიოფებში „ჰოუქსს“ სტუმრად ჯამში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, საიადანაც 6 მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, „ბაქსმა“ კი საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრა წააგო.

null

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ატლანტა“ 98:96-ს იგებდა, თუმცა იანის ანტეტენკუმპომ ზედიზედ 6 ქულა აიღო, „ბაქსი“ 8:0 გაექცა მეტოქეს და 105:98 წაიყვანა ანგარიში.

„ჰოუქსი“ დროულად გამოფხიზლდა და ტრე იანგის კარგი თამაშის ფონზე შეხვედრაში ინტრიგა მალევე „გააცოცხლა“.

ძირითადი დროის დასრულებამდე 29.8 წამით ადრე კლინტ კაპელამ სოლიდური „ფუთ ბექით“ ჩააბრუნა ბურთი კალათში და საკუთარ გუნდს ლიდერობა დაუბრუნა 112:111.

დარჩენილ მცირე დროში ჯერ კრის მიდლტონმა გააფუჭა სროლა პერიმეტრიდან, რასაც მალევე პეტ კონატონის „აირბოლი“ მოყვა.
ატლანტას კალათბურთელებმა ტაქტიკური თვალსაზრისთ აღებული საჯარიმო ტყორცნები ზუსტად გამოიყენეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვეს

მატჩის გმირი ტრე იანგი გახდა, რომლის ანგარიშზე 48 ქულასთან ერთად 11 პასი და 7 მოხსნაც იყო. მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა ჯონ კოლინზმა – 23 ქულა+15 მოხსნა.

„მილუოკის“ რიგებიდან გამორჩეული იანისს ანტეტენკუმპო გახლდათ, რომელსაც ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 34 ქულა+12 მოხსნა+9 პასი.

33 ქულა ქონდა ჯრუ ჰოლიდეის. არ წაუვიდა სროლები „ბაქსის“ ერთ ერთ ლიდერ კრის მიდლტონს, რომელმაც 9 სამქულიანი „გაუშვა“ და ყველა ააცილა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ინერტულად გამოიყურებოდა ბრუკ ლოპესიც (7 ქულა).

null

„ჰოუქსმა“ ქალაქ ატლანტაში გადმოსვლის შემდეგ (1968 წელი) პირველად მოიგო კონფერენციის ფინალის შეხვედრა.

2015 წელს ჯორჯიის შტატის წარმომადგენლები ასევე მოახერხეს კონფერენციის ფინალში გასვლა, თუმცა იქ 0:4 დამარცხდნენ „კლივლენდთან“.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო გუნდ „ჰოუქსის“ ფრენჩაიზი ნბა-ს ჩემპიონი 1958 წელს გახდა, 1957, 1960 და 61 წლის ფინალებში კი დამარცხდა, თუმცა მაშინ გუნდი სენტ ლუისში ბაზირებდა და „სენტ ლუის ჰოუქსად“ იწოდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *