ატლეტიკოში ბელგიელ ვარსკვლავს ელოდებიან

მადრიდის ატლეტიკო ნახევარდაცვას გააძლიერებს. როხიბლანკოს ახალი ფეხბურთელი აქსელ ვიტსელი იქნება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი სიმეონეს გუნდთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გამოცდილ შუახაზელს დორტმუნდთან ხელშეკრულება თვის ბოლოს ეწურება და ატლეტიკოს უფასოდ შეუერთდება.

ვიტსელი დორტმუნდში 2018 წლის ზაფხულში ჩინური ტიანჯინიდან გადავიდა. ბელგიელმა ბოლო სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ვიტსელს დორტმუნდის და ტიანჯინის გარდა სტანდარტში, ბენფიკაში და ზენიტშიც უთამაშია.

რაც შეეხება ატლეტიკოს, გუნდმა 2021-22 წლების სეზონში ლა ლიგაში 71 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/4 ფინალიდან მანჩესტერ სიტისთან 2 მატჩის ჯამში 0:1 მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

Leave a comment

Your email address will not be published.