მადრიდის ატლეტიკო მეკარის დამატებაზე მუშაობს. სიმეონეს გუნდის ახალი სამიზნე ტორინოს კიპერი სალვატორე სირიგუა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.
ესპანელთა მიზანია სირიგუ დაიმატონ და იტალიელმა მათი გუნდის მეკარეებს გამოცდილება გაუზიაროს და გუნდს გამოადგეს. ამ თემაზე თავად ფეხბურთელის და კლუბის პოზიცია უცნობია.
34 წლის მეკარემ ბოლო სეზონში ტორინოს მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაუშვა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. სირიგუ ტორინოს ღირსებას 2017 წლიდან იცავს.