თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, ცნობილი ფეხბურთელი – კრისტიან ატსუ გარდაცვლილი ნახეს.
ეს ამბავი მისმა აგენტმა – მურატ უზუნმეჰმერტმა გაავრცელა
“სამწუხაროდ, კრისტიან ატსუ გარდაცვლილი იპოვეს”
ატსუ გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ – განსაკუთრებით ნიუკასლიდან, სადაც წლები ითამაშა და გოლებსაც იტანდა. მას ასევე: ჩელსიში, ევერტონში, მალაგაში, პორტუსა და ბორნმუთშიც უთამაშია…