აფერა რუსულ-აფრიკულად

აფრიკული წარმომავლობის რუსეთის ოთხმა მოქალაქემ იტალიური სამპდორიას სალარო 800 ათასი ევროთი შეამსუბუქეს.

სქემა გენიალურობამდე მარტივი იყო. აფრორუსებმა შეიტყვეს იტალიური კლუბის ინტერესი დანიური ნორდსიელანდის ფეხბურთელის მიმართ და იტალიელებთან კონტაქტზე გავიდნენ.

შემდეგ თაღლითების მეთაურმა ახალი რუსული პასპორტი აიღო. სახელად FC დაირქვა და გვარად Nordsjælland.

მერე ამ პასპორტით ბანკში პირადი ანგარიში გახსნა.

ჰოდა, გულუბრყვილო იტალიელებმა პირველი ტრანში, მათი აზრით, დანიური კლუბის ანგარიშზე გადარიცხეს…

თაღლითები ოთხშაბათს ლენინგრადის ოლქში დააკავეს – სამი ბინაში და მეოთხე დამალვის მიზნით აივნის მოაჯირზე გარედან გადაკიდებული იპოვეს.

ამოიღეს ყალბი პასპორტები და დაახლოებით 650 ათასი ევრო. დანარჩენი შემოხარჯვიათ.

ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *