აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან

მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის მონპელიე თავისი არსებობის ისტორიაში საფრანგეთის ჩემპიონი პირველად გახდა. მონპელიელებმა ფინალში, სტად დე ფრანსზე ლევან ჩილაჩავას კასტრი დაამარცხეს – 29:10.

ჩილაჩავა თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. შვიდი წუთის შემდეგ მოედანზე აფრასიძეც გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ტრავმის გამო არ უთამაშია მიხეილ ნარიაშვილს. სეზონი დასრულდა და ის მონპელიეს ტოვებს. სად განაგრძობს ბორჯღალოსნების შერკინების ბურჯი კარიერას ჯერ უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published.