საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მეორე ტურში გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის მონპელიემ შინ მიიღო ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილის, ლუკა ჯაფარიძის, თედო აბჟანდაძის, ვანო კარკაძისა და ოთარ გიორგაძის ბრივი და 39:17 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში დასაწყისშივე გელა აფრასიძემ ლელოთი გახსნა. ის 54-ე წუთზე შეცვალეს.
ბრივის ქართველი მორაგბეები თადარიგში იყვნენ და მოედანზე რომ გამოჩნდნენ მასპინძელთა გუნდი უკვე საკმარისად დაწინაურებული იყო. ლობჟანიძე თამაშში 35-ე წუთიდან ჩაერთო. შერკინების კვაჭი ვანო კარკაძე მოედანზე 45-ე წუთიდან გამოჩნდა და 68-ე წუთზე ლელო გაიტანა.
49-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ჯაფარიძე, აბჟანდაძე და გიორგაძე. ამ უკანასკნელმა ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა.