“აფრიკა, ამერიკა, ბევრი ქვეყანა… იქ მხოლოდ მესი და რონალდუ იციან”

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იუვენტუსის ყოფილმა თავდამსხმელმა  ზბიგნევ ბონეკმა ოქროს ბურთის ამბებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ბონეკს ძალიან სურს, რომ პრიზი რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღოს, მაგრამ ეეჭვება…

„ჩემს აზრს მივყვები. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჟორჟინიოს პენალტი რომ გაეტანა, ის მოიგებდა ოქროს ბურთს. ვერ გაიტანა და ამით სცენაზე სხვა გმირი გამოიყვანა: ჯანლუიჯი დონარუმა.

…ხმას აძლევენ აფრიკელები, ხმას აძლევენ ამერიკელები და მგონი ყველა, იქ კი მხოლოდ მესი და რონალდუ იციან. ვშიშობ, ლევანდოვსკი პრიზს ვერ აიღებს და ისევ მესი გაიმარჯვებს.

…ჩემი აზრით, ამ სამეულიდან ერთ-ერთი იმსახურებს: მესი, ჟორჟინიო, ლევანდოსკი. რობერტი ჩემთვის საუკეთესოა. არ ვიცი, შარშან რატომ არ მისცეს პრიზი. ყველაფერი მოიგო, უმაღლეს დონეზე ითამაშა.

…ოქრის ბურთი უნდა მოიგოს იმან, რომელმაც გუნდთან ერთად რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწია. ყველამ ვიცით, რომ მესი სხვა კატეგორიიდანაა, მაგრამ ჟორჟინიომ ყველაფერი მოიპოვა, თუმცა ვიმეორებ: ლევანდოვსკის ვქომაგობ“.

თავად ბონეკი 1982 წელს მესამე ადგილზე გავიდა ოქროს ბურთის ნომინაციაში. კიდევ ორჯერ იყო ათეულში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *