აფრიკა, სიტყვების სროლა, ომი… “ეტოოს არაფერი უსწავლია?!”

აფრიკის თასზე 3 თებერვალს მაგარი ნახევარფინალი იქნება: კამერუნი-ეგვიპტე. კამერუნელთა ლეგენდამ და ამჟამად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუელ ეტოომ ასეთი განცხადება გააკეთა:

„მოემზადეთ, ეს იქნება ომი! ომია, მეგობრებო! აი, ასე უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის. მოგება ხელიდან არ უნდა გავუშვათ“. (CAF Online)

ეგვიპტელთა გამოცდილმა მწვრთნელმა, პორტუგალიელმა კარლუშ კეირუშმა ეტოო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, კეირუში რეალს წვრთნიდა, მანამდე მანჩესტერ იუნაიტედში სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი გახლდათ.

„რაც ეტოომ თქვა, ძალიან ცუდი გზავნილია კამერუნელი ხალხისთვის. მას დაავიწყდა, რომ რამდენიმე დღის წინ სტადიონზე ხალხი დაიღუპა. ამიტომაც, ომებზე საუბარი დროული ნამდვილად არაა. ეს ფეხბურთია.

…ეტოოს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მას არაფერი უსწავლია ამხელა პროფესიონალურ კარიერაში. წარუმატებელი კომენტარი იყო. ფეხბურთი არაა ომი, ეს სიხარული, სანახაობა და ბედნიერებაა. ამიტომაც ომს ფეხბურთით ვუპასუხებთ“ (ESPN)

პირველი ნახევარფინალური წყვილი 2 თებერვალსაა: სენეგალი – ბურკინა-ფასო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *