აფრიკის თასი – მატჩი მესამე ადგილისთვის და დეჟავიუ (ვიდეო)

აფრიკის თასზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. ბურკინა ფასო კამერუნს შეხვდა და მატჩი 3:3 დამთავრდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც კამერუნმა 5:3 მოიგო.

აღნიშნული მატჩი მილანი – ლივერპულის ლეგენდარულ ფინალს მოგაგონებთ. ქამბექი 0:3-დან და პენალტების სერია. მართალია ქამბექი 15 არა, მაგრამ 17 წუთში შედგა.

ცნობისთვის, ბურკინა ფასო 1/2 ფინალში სენეგალთან 1:3 დამარცხდა, კამერუნმა კი ეგვიპტესთან 0:0 ითამაშა და პენალტების სერიაში წააგო.

აფრიკის თასის ფინალი დღეს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ეგვიპტის და სენეგალის ნაკრებები შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.