აფრიკის თასი შესაძლოა ჩაიშალოს

აფრიკის თასი, რომელიც 2022 წლის ზამთარშია დაგეგმილი, შესაძლოა ჩაიშალოს. ტურნირი, რომელიც 9 იანვრიდან 6 თებერვლამდეა ჩანიშნული, შესაძლოა კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გამო გაუქმდეს. ინფორმაცია RMC Sport-მა გაავრცელა.

უახლოეს დღეებში აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის მოქმედი გამარჯვებული ალჟირის ნაკრებია, რომელმაც ტიტული 2019 წელს მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *