აფხაზმა ჩოგბურთელმა WTA-ს ტურნირზე სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარეობს WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი,რომელმზეც წარმტაბით ასპარეზობს აფხაზი ჩოგბურთელი – ამინა ანშბა.

null

ანშბამ გდინიას ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და პირველ წრეში უზბეკ აკგულ ამანნურადოვას მოუგო 6:4 6:4, მეორე რაუნდში უშანსოდ წააგო ეკო გოროგძესთან 0:6 2:6, თუმცა ამინას ბედმა გაუღიმა და „იღბლიანი წაგებულის“ სტატუსით მოხვდა ტურნირის ძირითად ბადეში.

აფხაზმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში მსოფლიო რეიტინგის 135-ე ჩოგან არმონი ტანს სძლია 6:4 6:2 და კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა WTA-ს ტურნირის ძირითად ბადეში.(მანამდე 2 მარცხი – კრემლის თასზე 2016 წელს და სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე 2018 წელს)

null

ანშბა დინიას ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი ნურია პარიაზ დიასი იქნება(N 112 მსოფლიო რეიტინგში).

შეგახსენებთ, რომ 21 წლის აფხაზი ჩოგბურთელი WTA TOUR-ზე რუსეთის სახელით ასპარეზობს და კარიერაში ITF-ის 4 ტურნირი აქვს მოგებული.

2014 წელს ამინა ევროპაში U14-ის რეიტინგს ლიდერობდა, 2018 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდელ ჩოგბურთელთა შორის. იუნორების დონეზე ნათამაშები აქვს ამერიკის ღია პირველობაზე, როლან გაროსზე და უიმბლდონზე.

null

მსოფლიო რეიტინგში ანშბა ამჟამად 325 საფეხურს იკავებს (საუკეთესო შედეგი 308), ხოლო წყვილთა თანრიგში 155-ს.
ამინა ძირითადად მოსკოვში ვარჯიშობს (სპარტაკის საჩგბურთო კომპლექსში), თუმცა ხშირად ახერხებს ჩასვლას სოხუმში, სადაც შარშან მასტერ-კლასი ჩაატარა ადგილობრივი ბავშვებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *