აქედანაც და იქიდანაც: ზლატანი ისტორიაში მეოთხეა

მილანი-ბოლონია 4:2. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯერ ავტოგოლი მიითვალა, ბოლოს კი სტუმრებსაც გაუტანა… შვედს კარიერაში პირველად დაემართა მსგავსი რამ: ავტოგოლი.

და რაც შეეხება ჩვეულებრივ გოლს, იბრა 40 წელს გადაცილებული მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც სერია ა-ში გაიტანა. აქამდე იყვნენ სილვიო პიოლა, პიეტრო ვერხოვოდი და ალესანდრო კოსტაკურტა. ყველაზე ასაკოვანი კოსტაკურტა იყო, 41 წლის და 25 დღისამ შეაგდო.

ზლატანი კი 3 ოქტომბერს გახდა 40-ის.

კიდევ: მილანმა ისტორიაში მეორედ მოახერხა სასტარტო 9 მატჩიდან 8-ის მოგება. როსონერის საოცარი შედეგი აქვს სერია ა-ში…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *