საქართველოს ნაკრების ყოფილი კვაჭი აქვსენტი გიორგაძე სამხრეთაფრიკული დურბანის ნატალ შარქსმა შერკინების მწვრთნელად მიიწვია. კონტრაქტის ვადა და პირობები ჯერჯერობით უცნობია.
“ორი კვირის წინათ დამიკავშირდა ჩემი მეგობარი ლევან ღვაბერიძე, რომელიც სარაგბი მენეჯერია და მითხრა, ნატალ შარქსი შერკინების მწვრთნელს ეძებს და ხომ არ ვისურვებდი იქ მუშაობას. ცხადია, საინტერესო წინადადება იყო და დავთანხმდი. მანვე დამაკავშირა კლუბის პრეზიდენტთან ედუარდ კუციასთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული ბიარიცის შერკინების მარცხენა ბურჯი იყო. დავუკავშირდი, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ 15 ივლისიდან გუნდს შევუერთდები, რომელიც ქარი კაპზე უკვე თამაშობს.
როგორც პრეზიდენტთან საუბრიდან გავიგ,ე ნატალ შარქსს დიდი გეგმები აქვს. სამხრეთაფრიკული კლუბები მალე ევროპაში, კელტთა ლიგაში ჩაებმებიან, მერე ევროთასებზეც ითამაშებენ და დურბანელებს ყველგან პირველობისთვის უნდათ იბრძოლონ. ვინაიდან ევროპულ გუნდებთან თამაში მოუწევთ, მათი სურვილი იყო, ისეთი შერკინების მწვრთნელი მიეწვიათ, რომელსაც ევროპაში მუშაობის გამოცდიელბა აქვს. იცის აქაური კლუბების თამაშის სპეციფიკა და ყველა ნიუანსში დეტალურად ერკვევა.” – თქვა აქვსენტი გიორგაძემ.
We are excited to welcome the experienced Akvsenti Giorgadze as the Cell C Sharks scrum consultant He was a Georgian international whose extensive knowledge of playing and coaching in Europe will be greatly beneficial to us.#OurSharksForever pic.twitter.com/GjpPvRkNZ6
— The Sharks (@TheSharksZA) July 1, 2021