UFC-ს ქვესაშუალო წონის ჩემპიონის, კამარუ უსმანისა და ხამზატ ჩიმაევის სახელს, უკვე დიდი ხანია ერთმანეთს უკავშირებენ. თუმცა, მთავარი კითხვა შემდეგში მდგოამრეობს – მიაღწევს ჩიმაევი სატიტულო ბრძოლამდე მანამ, სადანამ კამარუ კარიერას დაასრულებს?
თუ ჩიმაევის ტემპს გავითვალისწინებთ და იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემდეგი ბრძოლა მას #2 კონტენდერთან, გილბერტ ბარნსთან უნდა ჰქონდეს, სატიტულო ბრძოლა ხამზატისთვის არც ისე შორსაა. თანაც უსმანიც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება – მზადყოფნა და ჩიმაევთან ბრძოლის სურვილი ჯიმ რომის შოუშიც დაადასტურა: “ასე მუშაობს სისტემა – მან თავისი მეტოქეები შესანიშნავად დაამარცხა და მალე ჩემამდეც მოვა. როცა ეს მოხდება, რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ბრძოლაზეც მაგრამ ახლა მე ვარ ჩემპიონი, P4P-ს საუკეთესო, მეფე ამ სასახლის… ყველას სურს ჩემთან ბრძოლა და ეს კარგია. როცა მე ჩემპიონობისკენ გზას გავდიოდი, მე არ ვირჩევდი მეტოქეებს მაგრამ ახლა უკვე მწვერვალზე ვარ და პირიქით, სხვებმა უნდა მოაღწიონ ჩემამდე. როცა ასე მოხდება, მე აქ ვარ და ვიცდი”