“აქ რუსები არ გვჭირდებიან” – კიევის დინამოს ყოფილი ვარსკვლავი ავტომატით… (+ფოტო)

წარსულში ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა იარაღი აიღო ხელში…

„აქ რუსები არ გვჭირდებიან. დავიცავთ სამშობლოსა და სახლებს“ – თქვა ვლადიმირ ბესონოვმა ვიდეოში.

ეს 63 წლის ვლადიმირ ბესონოვია, ვარსკვლავური კიევის დინამოს მარჯვენა მცველი, რომელიც კარიერას თავდამსხმელად იწყებდა. ბესონოვი ისტორიაში პირველ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე (სსრკ გახდა ჩემპიონი) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

Instagram-ზე ბესონოვის ფოტო მისმა ქალიშვილმა ანა ბესონოვამ განათავსა წარწერით: ეს მამაჩემია, კიევის დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც იძულებულია დაიცვას საკუთარი ქვეყანა. საკუთარი სახლი. უკვე მთელი მსოფლიო ჩვენს მხარესაა. შეაჩერეთ ეს ომი!

ბესონოვის ძველი ისტორია. როგორც ვიცით, 1986 წელს ჩერნობილის ტრაგედიის მომდევნო დღეებში, ბესონოვის ოჯახის წევრები რევაზ ჩელებაძესთან ცხოვრობდნენ ქობულეთში.

Leave a comment

Your email address will not be published.