აშშ მსოფლიოს თასის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ჩაება

ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის კავშირმა ოფიციალრად შეიტანა განახცადი 2027 და 2031 წლის მსოფლიოს თასის გამართვის მასპინძლობაზე. ამასთან ერთად, ამერიკელები 2029 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვისაც იბრძოლებენ.

ბრიტანული გამოცემა გარდიანის ინფორმაციით მსოფლიო რაგბი, სავარაუდოდ, 2027 წლის მასპინძლობის უფლებას ავსტრალიას მისცემს, 2031 წელს გასამართ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმს კი, აშშ-ს დაუთმობს. თუმცა, აქაც ამერიკელებს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ, რადგან ინგლისი, უელსი, ირლანდია და შოტლანდია ერთობლივი განაცხადის წარდგენას აპირებენ.

Texas and Oklahoma fans fill the Cotton Bowl in Dallas.

კოტონ ბოული

ერთი სიტყვით, ყველაფერს ნათელი მომავალ წელს მოეფინება. იქამდე კი, ამერიკელები სერიოზულად ამუშავდნენ. აშშ-ს რაგბის კავშირმა მსოფლიოს თასის მასპინძლობის კანდიდატი 30 ქალაქი და ამდენივე სტადიონი მოიძია, ცხადია, საბოლოოდ, მათგან საუკეთესოები შეირჩევა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლობის სურვილი ამერიკული ფეხბურთის სტადიონებმა დაადასტურეს. სიაშია რამენიმე კოლეჯის დიდი სტადიონიც. ესენია: ნიუ ორკის MetLife (82 500 მაყურებელი), ჩიკაგოს Soldier Field (62 000), Rose Bowl პასადენაში (91 000), დალასის Cotton Bowl (92 100), ბირმინჰემის Legion Field (71 600) და ა.შ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *