კანადის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მათ ტურნირის მთავარი ფავორიტი, აშშ-ის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ჯესი ფლემინგმა გაიტანა პენალტით.
ოლიმპიადების ოთხგზის გამარჯვებულ ამერიკელებს, ზედიზედ მეორე ტურნირზე მოეცარათ ხელი. რიო 2016-ზე ისინი მეოთხედფინალში დამარცხდნენ შვედებთან.
საინტერესოა, რომ კანადელთა შემადგენლობაში თამაშობს 25 წლის რებეკა ქუინი, რომელიც პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ეს 2016 წელს მოხდა, როცა კანადის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა რიოში მესამე ადგილი დაიკავა. ქუინმა მაშინ ბრინჯაოს მედალი ირგუნა. ახლა კი მინიმუმ ვერცხლი გარანტირებული აქვს.