აშ.შ-მ ავსტრალია გაანადგურა და ოლიმპიადის 1/2 ფინალში გავიდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება ქალთა საკალათბურთო ტურნირი. ჩემპიონობის უმთავრესმა ფავორიტმა ა.შ.შ-ს ნაკრებმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 79:55 გაანადგურა ავსტრალიის ნაკრები და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი ამერიკელებს უკეთესი გამოუვიდათ – 3 წამიან ზონაში დომინირებდა ბრეანა სტიუარტი, რომელმაც როგორ შეტევაში, ასევე დაცვაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა(23 ქულა+5 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება).

მიუხედავა იმ ფაქტისა, რომ „დრიმ თიმის“ სნაიპერებს შორეული ტყორცნები არ წაუვიდათ, ამერიკამ პირველი პერიოდი მაინც 26:12 მოიგო.

მეორე მეოთხედის საწყის წუთებში ავსტრალიელები თითქოს გამოფხიზლდნენ და ლეილანი მიჩელის ზუსტი სროლების ფონზე დაიწყეს ჩამორჩენის შემცირება, თუმცა ამერიკელთა კაპიტანმა საჭირო მომენტში საკუთარ თავზე აიღ ლიდერობა – ზუსტად გაისროლა სამქულიანის ზონიდან და სიტუაცია ისევ კონტროლს დაუქვემდებარა.

პირველი ტაიმის შემდეგ ფავორიტები 48:27 იგებდნენ, თუმცა ისინი გაჩერებას არ აპირებდნენ. მესამე მეოთხედში ბერდმა კიდევ ერთხელ გაისროლა ზუსტად პერიმეტრიდან, საშუალო დისტანციებიდან მეტოქეს ბომბავდა ბრიტნი გრინერი(15 ქულა+8 მოხსნა). ავსტრალიელთა ჩამორჩენა კი უფრო და უფრო იზრდებოდა 41:70.

მეოთხე მეოთხეში ამერიკელებმა თავს მოდუნების უფლება მისცეს და განაცხადში მყოფი ყველა კალათბურთელი ათამაშეს, შეხვედრა კი 79:55 მოიგეს.

ოლიმპიადის ნახევარფინალში ამერიკელები სერბეთის ნაკრებს შეხვდებიან. სერბებმა თავისმხრივ 77:70 დაამარცხეს 1/4 ფინალში ჩინეთის ნაკრები.
მეორე ნახევარფინალში იაპონია ესპანეთ/საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *