ახალი ზელანდია-ტონგა 102:0

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ივლისის ტესტების პირველ მატჩში ტონგას ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 102:0 დაამარცხა. ტონგას გუნდი სათამაშოდ საგრძნობლად გადახალისებული გავიდა. ამასთან ერთად ტონგელებს, თითქმის ორი წელიწადია არ უთამაშიათ.

ახალზელანდიელები საასპარეზოდ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით გავიდა და მეტოქეს 16 ლელო გაუტანა. აქედან ხუთი ვილ ჯორდანის ანგარიშზეა, სამი კი, ბრედ ვებერმა მიითვალა.

ოლ ბლექსი მომდევნო ორ მატჩს ფიჯის ნაკრებთან გამართავს, რომელიც 2023 წლის მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეა.

ახალ ზელანდიაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მაორი ოლ ბლექსმა სამოას ნაკრებს უმასპინძლა 38:21 მოუგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *