ზლატან იბრაჰიმოვიჩი სავარაუდოდ მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. Football Italia-ს ცნობით, იტალიური გრანდი ახლოს არის შვედთან ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებასთან. შეგახსენებთ, რომ ზლატანის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
იბრაჰიმოვიჩი 1 თვის წინ 40 წლის გახდა, თუმცა როგორც ხედავთ, მილანის ხელმძღვანელებს მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებაში ხელს არ უშლის. იბრაჰიმოვიჩს ტრავმის გამო ამ სეზონში გარკვეული დრო გაუცდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 მატჩი და 3 გოლია.
მილანი სერია ა-ში 32 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. როსონერი უახლოეს მატჩს ფიორენტინასთან გამართავს.