ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ტურნირების სია, რომლებიც მწვანე კონტინენტზე 2022 წლის დასაწყისში ჩატარდება.
სეზონი ATP CUP-ით იწყება, რომელიც სტარტს 1 იანვარს აიღებს და 9 იანვარს დასრულდება.
3-9 იანვარს, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ბადეში რამდენიმე დაბალკატეგორიანი ტურნირია დაგეგმილი.
მელბურნი – ATP 250
ადელაიდა – ATP 250
მელბურნი – WTA 250
ადელაიდა – WTA 500
მეორე სათამაშო კვირა (10-15 იანვარი)
სიდნეი – ATP 250
ადელაიდა – ATP 250
ადელაიდა – WTA 250
სიდნეი – – WTA 500
17 იანვარს კი სტარტს აიღებს 2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა, რომელიც ტრადიციულად 2 კვირას გაგრძელდება და 30 იანვარს დასრულდება.