ლიდერსპორტის 25-ე სარაგბო პოდკასტის “Inside Rugby”-ის მორიგი სტუმარი გახლდათ ვეტერანი ბორჯღალოსანი მამუკა მაგრაქველიძე. მამუკამ 2 საათიან გადაცემაში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, გაიხსენა ნაკრებში გატარებული პერიოდი, ფრანგული კარიერა. მაგრაქველიძემ ექსკლუზიურად “Inside Rugby”-ში მოახდინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია – “ქართველი ბარბაროსები”.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი ქართული გუნდის ჩამოყალიბება სახელით – “ქართველი ბარბაროსები”. გუნდი აქტიურად ითანამშრომლებს ინგლისელ და ფრანგ ბარბაროსებთან, შექმნის 12 წლამდე და 14 წლამდე მორაგბეთა გუნდებს, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას და დიდ გამოცდილებას მიიღებენ.