ახალი ძალა ბარსელონაში?.. 1 თამაში, 1 გოლი

ეს ბრაზილიელი ფორვარდი, დიდი შანსია, ბარსელონაში გადავიდეს: არტურ კაბრალი. 23 წლის კაბრალი შვეიცარიის ჩემპიონატისა და კონფერენციის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ევროტურნირებზე 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა… შვეიცარიაში კი 13 შეხვედრაში 13 გოლი. მოკლედ, სინქრონს მიჰყვება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ზამთარში ბარსა აუცილებლად შეეცდება კაბრალის იჯარით მიყვანას და გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც ექნება. იწერება, რომ კაბრალს დეკუმ გაუწია რეკომენდაცია. დეკუ კი კლუბის სკაუტად მუშაობს სამხრეთამერიკელების მიმართულებით.

კაბრალი პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

ბარსელონას თავდასხმაში უჭირს. სერხიო აგუეროს გული აწუხებს და შესაძლოა, სულაც კარიერა დაასრულოს. ლუკ დე იონგს ზამთარში უშვებენ, ანსუ ფატის ტრავმა აქვს…

დიდი ალბათობით, კატალონიელები ზამთარში ორ თავდამსხმელს შეიძენენ. და ერთ-ერთი სამიზნე კაბრალია.

და ერლინგ ჰოლანდი? კიდევ დაიწერა ამ ვარიანტზე. ბარსელონას პრეზიდენტის მრჩეველმა ენრიკ მასიპმა ორაზროვნად განაცხადა – არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ყიდვა მოვახერხოთო. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება ზამთარში. აი, კაბრალი კი გაცილებით იოლად მოგვარებადი თემაა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *