ახირებული

ტოტენჰემის გულშემატკივრები ეიფორიაში არიან. ბოლოსდაბოლოს მათ მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ – ანტონიო კონტე, მწვრთნელი, რომელმაც შედეგის დადება იცის. დეზებთან მის თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ალაპარაკდნენ, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. თანაც იტალიელმა თქვა, ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობისთვის მზად არ ვარო.

Tottenham 'in advanced talks' to make Antonio Conte new manager -  crossfitshoesexpert.com

ბევრმა იცის, რომ მისი საკვანძო სიტყვაა – „ჩემპიონი“. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა გუნდთან (იუვენტუსი, ჩელსი, ინტერი) ერთად ეროვნული ჩემპინატები ხუთჯერ მოიგო.

თითქოს იდეალური ვარიანტია, მოვიდა სპეციალისტი, რომელსაც სწრაფად შეუძლია შედეგის დადება. ტოტენჰემის ბოლო წარმატება ხომ 2008 წლით თარიღდება.

მაგრამ, არის ერთი „მაგრამ,“ კონტეს ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს ტრანსფერების მხრივ. ცნობილია, ინტერში ყოფნისას როგორ უნდოდა რომელუ ლუკაკუს შეძენა, რომელსაც მაშინ მანჩესტერ იუნაიტედში საქმეები მთლად კარგად არ მისდიოდა. კლუბი დაჰყვა და ბელგიელში 74 მილიონი ევრო გადაიხადა.

ტრანსფერმა გაამართლა. ორ სეზონში ლიკაკუმ 64 ბურთი  გაიტანა (47 სერია A-ში) და დიდი წვლილი შეიტანა ინტერის გაჩემპიონებაში.

How will Tottenham Hotspur play with Antonio Conte?

მაგრამ იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ ორ წელიწადში კონტემ ტრანსფერებში დაახლოებით 300 მილიონი ევრო დახარჯა. საიდანაც არ უნდა მიუდგე, მაინც ძალიან ბევრია.

იტალიელი ფეხბურთის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ახიერება უპირველესად თამაშის მისეულ მკაფიო ხედვას ეფუძნება. ზუსტად იცის რომელი ფიგურა სად უნდა დააყენოს, ფეხბურთელები კი მუყაითად ასრულებენ მის დავალებებს.

ზოგიერთი უბრალოდ ვერ ერგება მის სისტემას. მაგალითად დანიელი კრისტიან ერიკსენის შემთხვევა ავიღოთ ინტერში. კონტეს მისი შეძენა არ სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ვერ ვიტყვით, რომ კრისტიანი მთლად ჩავარდა, მაგრამ ტოტემჰემში ის ლიდერი და გამორჩეული ფიგურა იყო, ინტერში კი დაიკარგა, სათამაშო დროც ცოტა ეძლეოდა.

ამ საკითხზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ დროა გავიხსენოთ ტოტენჰემის მფლობელი, დანიელ ლევი. ამ კაცს წუწურაქს და  ძუნწს უწოდებენ. მისი ჯიუტობის  მაგალითი ჰარი კეინის ზაფხულის საგა გახლდათ, როცა გაურკვევლი ფინანსური ვითარების გამო, ჯერ შეკრებაზე რამდენიმე კვირის დაგვიანებით გამოცხადდა, ბოლოს კი ლამის სიტიში უკვე გადასული, ლონდონში დარჩა.

კონტესთან ასეთები არ გავა. საკმარისია სულ ცოტა უკმაყოფილება შეატყოს რომელიმე ფეხბურთელს, მაშინვე უშვებს გუნდიდან. ასე იყო რაჯა ნაინგოლანისა და მაურო იკარდის შემთხვევბში ინტერში.

Tottenham confirm Antonio Conte appointment

„ჩემი პრობლემა, ალბათ ისიც არის, რომ ძლიან მკაფიო ხედვა მაქვს და ზუსტად ვიცი რა არის საჭირო წარმატებისთვის. ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ რა გაეწყობა“, – ამბობს კონტე.

ისიც გავიხსენოთ, რომ იუვენტუსიდან, ჩელსიდან და ინტერიდანაც ის სკანდალებით წამოვიდა. ამ სკანდალების მთავარი მიზეზი კი სამივე შემთხვევაში სატრანსფერო პოლიტიკა გახლდათ.

ისიც არის, მაშინ კონტე გუნდს ზაფხულში იბარებდა და თავისებურად შეეძლო გადაეწყო ყველაფერი. ახლა კი ლამის შუა სეზონია და დიდი ინოვაციების დრო არ არის.

ყოველ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო იქნება ტოტენჰემის დაკვირვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას. ამბობენ, კონტრაქტის გაფორმებისას ლევი კონტეს ფეხბურთელების საყიდლად 180 მილიონი გირვანქის გამოყოფას შეპირდაო, იტალიელი სპეციალისტი 3-4 ახალი მოთამაშის შეძენას აუცილებლად აპირებს.

მაგრამ ლევი წუწურაქიაო  – ამბობენ და…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *