ნიდერლანდელმა ვუტ ვიგჰორსტმა პირველად ისაუბრა ლეო მესისთან დაპირისპირებაზე. ეს მუნდიალის მეოთხედფინალის მერე, როცა ვიგჰორსტმა მესისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო…
„რას მიყურებ, სულელო… წადი აქედან“ – უთხრა მას მესიმ.
ვიგჰორსტმა კი მოჰყვა, თუ რა მოხდა მანამდე;
„ლიონელი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მატჩის მერე მესის მიმართ პატივისცემა მინდოდა გამომეხატა, მაგრამ მან ცუდად გაიგო. ჩემი ესპანური არცთუ კარგია, მაგრამ მისგან ძალიან ცუდი სიტყვები მოვისმინე და ამან გამაწბილა. მესიმ ახლა იცის ჩემი სახელი და ეს კარგია…“
ნამდვილად პატივისცემა უნდოდა ვიგჰორსტს თუ იტყუება, თვითონ იცის. ჩვენ ვერ გავიგებთ…