სამხრეთ აფრიკის ნაკრები ივლისის ტესტებისთვის ბლუმფონტეინში ემზადება. ბოკეს პირველი ტესტი 2 ივლისს საქართველოს ნაკრებთან აქვს, რომელიც პრეტორიაში, ლოფტუს ვერსფილდზე გაიმართება. ერთი კვირის თავზე კი, სამხრეთაფრიკელები ბორჯღალოსნებს იოჰანესბურგში დაუპირისპირდებიან. ამის შემდეგ ბოკეს ბრიტანელ ლომებთან სამმატჩიანი სერია ელით. ჩვენ გუნდთან თამაში მათთვის სწორედ ამ სერიისთვის მოსამზადებელი მატჩებია.
თუმცა, საქართველოს ნაკრებთან მატჩებსაც მასპინძლები ერთობ სერიოზულად უდგებიან. მსოფლიოს თასის მფოლბელმა, შერკინების კვაჭმა ბონგი მბონამბიმ, რომლის ანგარიშზე 35 კეპია, დაუფარავად განაცხადა:
“სანამ ბრიტანელებს გავეჯიბრებით ორი მატჩი საქართველოს ნაკრებთან გვაქვს სათამაშო. ამიტომ, მთელი ყურადღება ახლა, სწორედ ამ ორმატჩიანი სერიისკენ გვაქვს გადატანილი.
ქართველებს ძალიან კარგი შერკინება ყავთ, თამაშის თავისებური, ყველასგან განსხვავებული სტილით. რა უნდა დავუპირისპიროთ მას? ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველებთან მატჩის დღეს სრულ მზადყოფნაში ვიყოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია მატჩებს კარგ ფიზიკურ კონდიცებში შევხვდეთ. მით უფრო, რომ ქართველები და ბრიტანელებიც მოედნზე უხეში ძალით გამოირჩევიან. ფიზიკური ორთაბრძოლები და ჯახი ჩვენც გვიყვარს. ამიტომ, ჩვენს ორგანიზმს, კუნთოვან მასას შესაბამისად ვამზადებთ და გუნდი ნელნელა სულ უფრო უკეთეს ფორმაში შედის”.