ჰალ სიტის ფან-კლუბის ფეისბუქ-გვერდი გვამცნობს, რომ კლუბის ახალმა თურქმა მფლობელმა, ტელემაგნატმა, აჯუნ ილიჯალიმ პრესკონფერენციაზე თქვა, თუ რაოდენ ბედნიერია შოთა არველაძესთან თანამშრომლობით.
„შოთა ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ნამდვილად იღბლიანი ვარ, რომ ის ჩემს გუნდში მოვიდა. მიყვარს შემტევი ფეხბურთი და 0:0-ს 3:4 წაგებაც კი მირჩევნია.
შოთამ 5-6 თვის წინათ მიიღო ჩემი შეთავაზება და გადაწყვიტა ერთად დაგვეწყო ეს საინტერესო თავგადასავალი” – ამბობს ილიჯალი.
შეგახსენებთ, რომ შოთას სადებიუტო მატჩში ჰალმა სუონსის 2:0 მოუგო.