ა.შ.შ-მ კალათბურთელი ტერორისტში გაცვალა

2022 წლის 17 თებერვალს რუსეთის ქალთა საკალათბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე ამერიკელი ლეგიონერი – ბრიტნი გრანიერი სამშობლოში ბრუნდებოდა.

აეროპორტში სამართალდამცავთა ძაღლმა სუნი აიღო ბრიტნის ჩანთაზე და საკალათბურთო ვარსკვლავის პრობლემაც აქედან დაიწყო – პოლიციელებმა ჩანთაში დიდი ოდენობით ჰაშიში იპოვეს.

გრაინერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და იგი აეროპორტშივე დააკავეს. წესით, სოლიდური  ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ ამერიკელ კალათბურთელს დეპორტაცია ელოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: 1 კვირაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, ბრიტნი გრაინერი კი მძევლად დაიტოვა.

null

თითქმის 11 თვის განმავლობაში ა.შ.შ და რუსეთი ერთმანეთში ვაჭრობდნენ, თუ როგორი ტიპის გაცვლა შეიძლება მომხდარიყო – ამერიკელებს არ აწყობდათ, რომ მათი ნაკრების კალათბურთელი რუსეთის ციხეში იჯდა, თავისმხრივ რუსები ბრიტნის გამოშვების საფასურად ძალიან დიდ “ფასს” ითხოვდნენ.

5 აგვისტოს მდგომარეობა დამძიმდა – რუსულმა სასამართლომ კალათბურთელს 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა და 9 წლიანი სასჯელი “გამოუწერა” ქალთა კოლონიაში.

გრანიერის პრობლემა მთელმა მსოფლიომ გაიგო – ლებრონ ჯეიმსმა ამერიკის მთავრობა გააკრიტიკა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში კალათბურთელი სახლში ვერ დააბრუნეს. დონალდ ტრამპმა პირიქით თქვა: ერთი უტვინო, ნარკომანი კალათბურთელის გამოსახსნელად ამერიკა არ უნდა იკლავდეს თავსო.

საბოლოოდ პოლიტიკური “ტრეიდი” შედგა – აბუ დაბის აეროპორტში რუსულმა მხარემ ამერიკელებს გადასცა ბრიტნი გრაინერი, სანაცვლოდ კი მიიღო ტერორისტი ვიქტორ ბუტი.

null

ვიქტორ ბუტს ზედმეტსახელად “სიკვდილის გამყიდველი” აქვს. იგი რუსული “KGB”-ს აგენტი გახლავთ და წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდდა იარაღს.

ბუტისგან მიყიდული იარაღით არაერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ისარგებლა”, რომლებმაც ბევრ ამერიკელ სამხედროს, და არა მარტო სამხედროს დაასრულებინეს სიცოცხლე ნაადრევად…

ამერიკულმა სამართალდამცავებმა ვიქტორი 2008 წელს დააკავეს – ტალანდში ჩატარებული წარმატებული სპეც ოპერაციის შემდეგ “სიკვდილის გამყიდველი” ა.შ.შ-ში ჩაიყვანეს და მას 25 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დღეს, ვიქტორ ბუტი გმირის სტატუსით დაუბრუნდა საკუთარ ქვეყანას.

ამ პოლიტიკურ გაცვლას ორმაგი სახე აქვს

1. ამერიკა იცავს და ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყვნენ ისინი.

2. ამერიკამ ნარკომან კალათბურთელში გაცვალა მსოფლიო დონის ტერორისტი, რომელიც საფრთხეს მთელს პლანეტას უქმნიდა.

ყველა აღიარებს, რომ ამ გაცვლით რუსმა დიპლომატებმა “მშრალად” მოუგეს ამერიკელ კოლეგებს.

Welcome home Brittney Griner……..

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *