ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა ქალთა საკალათბურთო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ა.შ.შ-ს ნაკრები გახდა.
WNBA-ს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა ამერიკის ნაკრებმა ფინალურ შეხვედრაში 90:75 დაამარცხა იაპონიის ნაკრები და ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრიტნი გრინერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა იყო. აჯა ვილსონმა 19 ქულასთან ერთად 5 ბლოკშოტიც მოაგროვა. ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა ასევე ბრეანა სტიუარტს – 14 ქულა+14 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ზედიზედ 55-ე მატჩი მოიგო ოლიმპიურ თამაშებზე, ბოლოს მათ 1992 წლის ოლიმპიადაზე წააგეს, ბარსელონაში.
იაპონელთა რიგებში 17 ქულა ქონდა მაკი ტაკადას, 16 ქულა დააგროვა მოტოჰაში ნაკომ. 8 ქულა+6 პასი – რუი მაჩიდას.
ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიამ პირველი მედალი მოიგო კალათბურთში. მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა ამომავალი მზის ქვეყანა ძალიან სწრაფად პროგრესირებს სპორტის ამ სახეობაში და ტოკიოში მოპოვებული ვერცხლის მედლები იაპონელებისთვის უდიდესი მიღწევაა.